ბოლო 7-8 წელში ბევრად მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ვიდრე წინა 30-ში – GWP

ბოლო 7-8 წელში ბევრად მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ვიდრე წინა 30-ში – GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის, ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში კომპანიამ იმაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, ვიდრე წინა 30 წლის განმავლობაში. თუმცა, მისი თქმით, ეს არაა საკმარისი და გაცილებით მეტი ინვესტიციაა საჭირო, ვინაიდან ჩვენი წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია და საჭიროებს სერიოზულ და მასშტაბურ რეაბილიტაციას, რისთვისაც აუცილებელია სოლიდური ინვესტიცია.

კითხვაზე თუ რას უპასუხებდა მოსახლეობას მაშინ, როდესაც ქსელის აღდგენისთვის ან დაზიანების გამოსწორებისთვის წყალი ითიშება, ირაკლი ბაბუხადია ამბობს: “პირველ რიგში, ბოდიშს მოვიხდი ამის გამო. ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ქალაქს მივაწოდოთ სტაბილური წყალმომარაგება და სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო და უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 7-8 წელიწადში ბევრად უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ, ვიდრე მანამდე 30-წლიანი პერიოდის მანძილზე ხდებოდა. ეს იყო ჩავარდნის, სტაგნაციის პერიოდი, დაწყებული 1990-იანი წლებიდან, და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ქსელის ამორტიზაციაზე. ალბათ ყველა ამჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ქალაქის მასშტაბით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს,”- განაცხადა gwp-ის გენერალურმა დირექტორმა.

სემეკი წყლის ახალ სამწლიან ტარიფებს 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცებს. ტარიფის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი სწორედ საინვესტიციო აქტივობაა, რაც ქსელის განვითარებისთვის არის აუცილებელი. წლის ბოლოს დადგინდება რა მოცულობით აისახება აღნიშნული საინვესტიციო გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესისთვის დაწესებულ წყლის ტარიფებზე.

“სამომავლოდ ინვესტიციების შემოდინება იქნება ასევე მაღალი, რადგანაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები არის ჩასადები ამორტიზებული ქსელის გამოცვლისათვის. წლევანდელი საინვესტიციო გეგმა არის შეთანხმებული, რაც არის სამწლიანი გეგმის ნაწილი, რომელსაც სემეკ-თან ვათანხმებთ. სამომავლო გეგმებზე წლის ბოლომდე შევთანხმდებით. ახლა მიდის ამაზე საკმაოდ ინტენსიური საუბარი. ჯერ ვერ გეტყვით კონკრეტულ მოცულობას.

ტარიფი არის საბოლოო შედეგი. ის იწყება იმით, თუ რა არის ქსელისათვის საჭირო. რაზე შევთანხმდებით, რა რომელ პერიოდში უნდა გაკეთდეს. მთავარია ქალაქის სტაბილური წყალმომარაგება და ქსელის სტაბილური გაუმჯობესება,“- ამბობს ირაკლი ბაბუხადია.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…